ორსულობის პერიოდში სტომატოლოგთან ვიზიტის საუკეთესო დრო.
ორსულობის დროს სტომატოლოგთან ვიზიტი უსაფრთხოა, მაგრამ უმჯობესია რომ შემოვიფარგლოთ მცირე და მარტივი პროცედურებით, მაგალითად ჰიგიენური წმენდა, დაბჟენა, ორთოპედიული გვირგვინების მოთავსება და ა.შ.
ორსულობა ოყოფა სამ ტრიმესტრად:
- პირველი ტრიმესტრი (პირველი, მეორე და მესამე თვე)
- მეორე ტრიმესტრი (მეოთხე, მეხუთე და მეექვსე თვე)
- მესამე ტრიმესტრი (მეშვიდე, მერვე და მეცხრე თვე)
მეორე ტრიმესტრი არის საუკეთესო სტომატოლოგიური მკურნალობისთვის. პირველ და მესამე ტრიმესტრში არ არის სასურველი სტომატოლოგთან ვიზიტი. პირველ ტრიმესტრში როდესაც მუცელი შესამჩნევი ჯერ კიდე არ არის, ექიმთან ვიზიტის დროს აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ორსულობის შესახებ, რათა ექიმმა გამოიჩინოს განსაკუთრებული მზრუნველობა.
რენტგენი ორსულობის დროს:
ორსულობის დროს, პირველ ტრიმესტრში რენტგენი არ არის უსაფრთხო. მხოლოდ ექსტრიმალურ სიტუაციებში და ისიც იმ შემთხვევაში თუ რენტგენი ციფრულია, რომელსაც 90%-ით შემცირებული აქვს გამოსხივების დონე.
ადგილობრივი ანესთეზია ორსულობის დროს არის უსაფრთხო თუ მოვიხმართ განსაზღვრულ დოზას. მალხენი აირის გამოყენება არ შეიძლება.
მედიკამენტებიდან ორსულობის დროს შეიძლება მივიღოთ იბუპროფენი (პირველ ტრიმესტრში არ შეიძლება), პენიცილინი, ამოქსიცილინი, კლინდამიცინი და ა.შ.
ორსულობის დროს დედის ორგანიზმში ხდება სხვადსხვა ჰორმონალური ცვლილებები. შესაბამისად ორგანიზმი შეიძლება განიცდიდეს A და D ვიტამინის ნაკლებობას რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს ღრძილებზე და იწვევს გინგივიტს. ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება ჩავიტაროთ პირის ღრუს ანტი-ბაქტერიული დამუშავება. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
სტომატოლოგთან ვიზიტის დროს სავარძელში ფეხები არ გადააჯვარედინოთ რადგანაც იგი ხელს შეუშლის სისხლის მიმოქცევას.
დაიცავით დიეტა მიიღეთ ორგანული ხილი და ბოსტნეული. მოერიდეთ შაქარს, რადგანაც მისი აქტიური მოხმარების დროს ვითარდება კარიესი. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეები.
საკვების მიღების შემდეგ მოიხმარეთ ქსილიტოლის შემცველი საღეჭი რეზინი, რადგანაც იგი ანეიტრალებს მჟავა გარემოს პირის ღუში და ებრძვის კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს.
ღებინება ორსულობის დროს:
პირველი ტრიმესტრის დროს ღებინება გახშირებულია. სასურველია ღებინებიდან ერთ საათში კბილების ჯაგრისით გახეხვა, რადგანაც ამ დროს პირის ღუში იქმნება მჟავა გარემო რომელიც უარყოფითად მოქმედებს კბილის მინანქარზე და ხელსაყრელ პირობებს ქმნის კარიესის განვითარებისთვის. გამოყენეთ უალკოჰოლო ფტორის შემცველი სავლები რომელიც ასევე გამოიყენება მჟავა გარემოს გასანეიტრალებლად პირის ღუში.
ორსულობის დროს სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლებელია
Write a comment: