დახასიათება და სიმპტომები

დეფექტის სიდიდიდან გამომდინარე კბილის ხელოვნური გვირგვინი შეიძლება იყოს ლითონო ფაიფურის, ცირკონო-ფაიფურის და ფაიფურის, ისინი აღადგენენ კბილის გივირგვინოვან ნაწილს ნაწილობრივ ან სრულად. ლითონო-ფაიფური და ცირკონო-ფაიფურის გვირგვინები შედგება ლითონის ან ცირკონის კარკასისგან, რომელზეც შემდეგ ხდება ფაიფურის გამოწვა. ამ ტიპის გვირგვინები ძირითადად არიან ერთ ბლოკში ხიდის სახით გაერთიანებული, იგი არის ფიქსირებული და უმეტეს შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება როდესაც 3-4 ან მეტი კბილის დეფექტი არის პირის ღრუში. არსებობს სხვადასხვა ტიპის ხიდები, თუ რომელია თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი ამას თქვენ და თქვენი სტომატოლოგი ერთობლივად განიხილავთ. სტომატოლოგიური ხიდები ხასიათდებიან მაღალი სიმტკიცით და გამძლეობით, თუმცა ამ ტიპის კონსტრუქცია დროთაგანმავლობაში საჭიროებს შეცვლას, ან ხელახლა ჩაცემენტებას. ლითონო-ფაიფურის გვირგვინებისგან განსხვავებით ცირკონო-ფაიფური განსხვავდება მისი უკეთესი ბიოშეთავსებადობით.

ლითონო-ფაიფური და ცირკონო-ფაიფური.

ლითონო-ფაიფური და ცირკონო-ფაიფურის ხიდების დამზადების მიზეზები:

ა) კბილების დაკარგვის შედეგად სიცარიელის შესავსებად.
ბ) სახის ფორმის შესანარჩუნებლად.
გ) კბილების გადანაცვლების აღმოსაფხვრელად.
დ) მეტყველების და საღეჭი ფუნქციის აღსადგენად.
ე) მოსახსნელი კონტრუქციის ჩანაცვლება მოუხსნელი (ფიქსირებული) კონსტრუქციით.

რა პროცედურებია გასავლელი ფიქსირებული ხიდების დასამზადებლად:
როგორც წესი ლითონო და ცირკონო-ფაიფურის გვირგვინის დამზადება საჭიროებს სამ ვიზიტს:

პირველ ვიზიტზე კბილის პრეპარირების შემდეგ მზადდება მაღალი სიზუსტის ანაბეჭდი მუდმივი გვირგვინებისთვის. ანაბეჭდი გამოიყენება დროებითი გვირგვინების დასამზადებლადაც, რომელსაც პაციენტი მოიხმარს მუდმივი გვირგვინების დამზადებამდე. დროებითი გვირგვინების ტარების დროს შემოწმდება ზედა ყბის კბილების ქვედა ყბის კბილებთან შეთანასოვნება, რათა მოხდეს სწორი თანკბილვის განსაზღვრა.
მეორე ვიზიტზე მოხდება ლითონის ან ცირკონის კარკასის მორგება და თანკბილვის ხელახლა განსაზღვრა.
მესამე ვიზიტზე ხდება დროებითი გვირგვინების მუდმივით ჩანაცვლება, საბოლოოდ შემოწმდება თანკბილვა და მოგეცემათ მოვლის ინსტრუქციები, ასევე რჩევა სტომატოლოგთან რეგულარულ ვიზიტზე, რათა შეძლოთ კონსტრუქციის ხანგრძლივად გამოყენება.

ფაიფურის გვირვინი: ამ ტიპის გვირგვინები გამოიყენება როდესაც კბილი საჭიროებს გვირგვინოვანი ნაწილის სრულ ან ნაწილობრივ აღდგენას. ასევე სჭიროა მისი პირვანდელი სახის (ფორმის და ზომის) აღდგენა. მას გააჩნია უნუკალური თვისებები, რადგანაც ირეკლავს შუქს ისე რომ კბილს ბუნებრიობა მეტად ეტყობა სხვა კბილებთან განსხვავებით. ხელოვნური გვირგვინები იცავს და აძლიერებს კბილის სტრუქტურას. მიუხედავად იმისა რომ არსებობს რამდენიმე სახის გვირგვინი, თუ პაციენტს უნდა რომ მიიღოს მაღალი ესთეტიური შედეგი და თუ მისი ჩვენებაც არსებობს, მაშინ მთლიანი ფაიფურის გვირვინი საუკეთესო გამოსავალია, რადგანაც იგი არის ნაკლებად ინვაზიური, შედეგად კბილის ტრავმირებაც ნაკლებად ხდება, რაც კბილს უხანგრძლივებს სიცოცხლის უნარიანობას და გამძლეობას. იგი გამოირჩევა მაღალი ესთეტიურობით რადგანაც მას არ ააქვს არც ლითონის და არც ცირკონის კარკასი. თუმცა იმის გამო რომ მას არ ააქვს კარკასი და შედგება მხოლოდ ფაიფურისგან მისი გამოყენება დიდი დეფექტების დროს არ არის მიზანშეწონილი. ფაიფურის გვირგვინი მზადდება კბილების ფორმის, ზომის და ფერის გათვალისწინებით, რაც საბოლოო ჯამში არის გარანტი თქვენი ბუნებრივი, ხანგრძლივი და თავდაჯერებული ღიმილის.

რა დროს კეთდება მთლიანი ფაიფურის გვირგვინები:
ა) მოტეხილი ან გაბზარული კბილი.
ბ) მაღალი ესთეტიური მოთხოვნა, განსაკუთრებით როდესაც დეფექტი საჭრელი კბილების მიდამოშია, ეგრეთწოდებული ესთეტიური ზონა.
გ) მნიშვნელოვნად დაზიანებული გვირგვინოვანი ნაწილი.
დ) დიდი ზომის ბჟენები.

როგორც წესი ფაიფურის გვირგვინის დამზადება საჭიროებს ორ ვიზიტს. პირველ ვიზიტზე კბილის პრეპარირების შემდეგ მზადდება მაღალი სიზუსტის ანაბეჭდი მუდმივი ფაიფურის გვირგვინებისთვის. ანაბეჭდი გამოიყენება დროებითი გვირგვინების დასამზადებლადაც, რომელსაც პაციენტი მოიხმარს მუდმივი გვირგვინების დამზადებამდე. დროებითი გვირგვინების ტარების დროს შემოწმდება ზედა ყბის კბილების ქვედა ყბის კბილებთან შეთანასოვნება, რათა მოხდეს სწორი თანკბილვის განსაზღვრა. მეორე ვიზიტზე მოხდება დროებითი გვირგვინების მუდმივით ჩანაცვლება, საბოლოოდ შემოწმდება თანკბილვა და მოგეცემათ მოვლის ინსტრუქციები, ასევე რჩევა სტომატოლოგთან რეგულარულ ვიზიტზე.

არსებობს სრული მოსახსნელი და ნაწილობრივ მოსახსნელი პროთეზები.
ისინი წარმოადგენენ დაკარგული კბილებისა და მიმდებარე ქსოვილების ჩამნაცვლებელ მოწყობილობას. სრული მოსახსნელი პროთეზები გამოიყენება როდესაც პირის ღრუში ყველა კბილი დაკარგულია, ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზი კი როდესაც პირის რუში კბილების ნაწილი შენარჩუნებულია. ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზი გარდა იმისა რომ ავსებს კბილებს შორის სიცარიელეს, ასევე იცავს დარჩენილ კბილებს გადახრისგან. იმ შემთვევაში თუ კბილები ამოსაღებია მაშინ დაახლოებით 4-6 კვირის შემდეგ ვიწყებთ პროთეზის მომზადებას. შესაბამისად პაციენტს ამ პერიოდში მოუწევს უკბილებოდ სიარული. თუმცა შეიძლება კონკრეტულ სიტუაციებში პირველივე ვიზიტზე დაიწყოს პროთეზის დამზადება. სრული და ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები არის საკმაოდ მტკიცე, რომელიც მრავალი წელი მოემსახურება ადამიანს, თუმცა დროთა განმავლობაში მას ჭირდება გადაკეთება, შეკეთება და ხშირ შემთხვევაში გამოცვლაც.

რა დროს კეთდება სრული და ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები:

ა) როდესაც ყველა კბილი დაკარგულია (სრული ადენტია).
ბ) როდესაც კბილების ნაწილი შენარჩუნებულია (ნაწილობრივი ადენტია).
გ) საჭმლის მონელების, ღეჭვითი და მეტყველების ფუნქციის გაუმჯობესება.
დ) სახის ფორმის შესანარჩუნებლად.

რა არის საჭირო მის დასამზადებლად?
პროთეზის დამზადებისთვის საჭიროა რამოდენიმე ვიზიტი ექიმთან. მზადდება ზუსტი ანაბეჭდი. ასევე საჭიროა ვიზიტები მორგებაზე რათა განისაზღვროს სწორი ზომები, ფერი და ა. შ.
პროთეზის დამზადების შემდეგ ნორმალურია პირველ ეტაპზე თუ პაციენტი განიცდის ნერწყვის ჭარბ გამოყოფას, ასევე პირველ ეტაპზე შეიძლება რთული იყოს მეტყველება და ღეჭვა. ზედმეტი ზეწოლის შედეგან რბილ ქსოვილზე შეიძლება აღინიშნებოდეს ტკივილი, მისი გამომწვევი მიზეზი ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა მოაცილოს რომ პაციენტმა შეძლოს პროთეზის ტარება. დროთა განმავლობაში პაციენტი შეეჩვევა პრთეზს და დისკოფორტიც გაივლის.
თქვენ მოგეცემათ რჩევა დარიგება თუ როგორ უნდა მოუაროთ პროთეზს. პროთეზის სწორი წმენდა, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან მოგეხმარებათ პოთეზის ხანგრძლივი დროით მოხმარებაში.

ასევე არსებობს გვირგვინები რომლებსაც ეწოდება (Inlay, onlay, overlay)
ისინი გამოიყენება კბილის მიშვნელოვანი ნაწილის დეფექტის დროს, როდესაც თერაპიული ბჟენებით აღდგენა უკუჩვენებაა. მთლიანი გვირგვინებისგან უპირატესი არის იმით, რომ არ საჭიროებს გვირგვინოვანი ზედაპირის სრულ პრეპარირებას. იგი არის კომპოზიტური ბჟენების ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს მის მეტ სიმტკიცეს და შესაბამისად ხანგრძლივობას. მაშინ როდესაც თერაპიული ბჟენები მზადდება სტომატოლოგთან ვიზიტის დროს, ინლეის და ონლეის გვირგვინები მზადდება არაპირდაპირი გზით, ლაბორატორიაში. ისინი კომპოზიტური ბჟენებისგან განსხვავებით ბაქტერიების მიმართ უფრო მდგრადები არიან, რადგანაც ხდება მათი ადვილად წმენდა. დამუშავების დროს ნაკლებად ინვაზიურია, ხდება გვირგვინის პრეპარირება მხოლოდ მის დაზიანებულ ნაწილში და თითქმის არ ვეხებით ჯანსაღ ქსოვილს. შესაბამისად იგი იმეორებს ბუნებრივი ჯანმრთელი კბილის ქსოვილის ფორას, ზომას და ფერს. მას იმდენად მაღალი ესთეტიური უპირატესობები და ღირებულებები გააჩნია რომ თვალით არის აბსოლიტურად შეუმჩნეველი რადგანაც იდეალურად ერწყმის კბილის ბუნებრივ ქსოვილებს.

ინლეის და ონლეის (Inlay, onlay) დამზადების პროცედურები:
სტანდარტულ სიტუაციაში ეს გვირვინები მზადდება 2 ვიზიტზე. პირველ ვიზიტზე ხდება კბილის დაზიანებული ნაწილის პრეპარირება, შემდეგ ვიღებთ ანაბეჭდს რომელსაც ვაგზავნით ლაბორატორიაში სადაც ხდება მისი ფაბრიკაცია. მეორე ვიზიტზე ხდება მორგება. შემოწმდება კიდეები, საჭიროების შემთხვევაში გასადავდება კიდეები. შემოწმდება თანკბილვა. მორგების შემდეგ ხდება ჩაცემენტება და კიდეების საბოლოოდ გაპრიალება.მოგეცემათ რჩევა დარიგება თუ როგორ უნდა მოუაროთ გვირგვინს. ასევე რჩევა სტომატოლოგთან რეგულარულ ვიზიტზე.

ვინირები
ვინირი ძალიან პოპულარულია ესთეტიურ სტომატოლოგიაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს კბილების დგომის უმნიშვნელო და კბილის ფერის ანომალია. ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფენას რომელიც ეკვრის კბილს ვესტიბულარული მხრიდან. ვინირების პირდაპირი ჩვენებაა როდესაც კბილებზე არის ბზარები, ფერის ანომალია და მოტეხილი კბილი. მისი დამზადების შემდეგ თქვენ გექნებათ უფრო სწორი, შევსებული და პროპორციული კბილები, რაც თქვენ ესთეტიურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. შედეგი ისეთი ეფექტური იქნება რომ შეუმჩნეველი არავის დარჩება.

ვინირების გაკეთება მიზანშეწონილია თუ თქვენთ გახასიათებთ:

ა) ფერშეცვლილი კბილი მაგ: (ტეტრაციკლინის ან სხვა პრეპარატის მიღების გამო).
ბ) ბზარები კბილებზე.
გ) ნაცვეთი კბილები.
დ) არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები.
ე) კბილთაშორისი დაცილებები (დიასთემები, ტრემები).

ვინირების დამზადების ეტაპები:
პირველი ვიზიტის დროს ჩვენ ვეცდებით გავიგოთ თუ რა შედეგის მიღწევა გსურთ, რისთვისაც შევისწავლით თქვენს პირის ღრუს. თუ ვინირები შესაბამისი იქნება თქვენთვის და თქვენც დარწმუნდებით მის საჭიროებაში შემდეგ ეტაპზე დავიწყებთ ვინირების დამზადებას კბილების პრეპარირებით და საბოლოოდ ანაბეჭდის აღებით. მუდმივი ვინირების მომზადების პერიოდში პრეპარირებისთანავე დაგიმზადდებათ დროებითი ვინირები. მისი დამზადების შემდეგ ხდება მორგება და ჩაცემენტება. ჩაცემენტება ხდება სპეციალური ცემენტით რომელიც არის სხივ გამყარებადი ცემენტი, ამ ცემენტის წყალობით ვინირი მტიცედ ეკვრის კბილის ბუნებრივ ქსოვილს.
სათანადო ზრუნვა მოვლის შემთხვევაში აგი არა მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგემსახურებათ არამედ მოგანიჭებთ საუცხოოდ თვალის მომჭრელ ღიმილს რომელიც თქვენ ყოველთვის გსურდათ!

ექიმები

  • Dr. Edaline Lavender

    Dr. Iva Andguladze

       10 წელი გამოცდილება

+995 32 2431212

დაგვიკავშირდით