resized
ბავშვთა ასაკის ადრეული კარიესი
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სკოლამდელი ასაკის ბავშვებში კარიესის მართვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, იგი კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, აუცილებელია ბიოლოგიურად მისი დეტალური შესწავლა და მახასიათებელი ფაქტორების დადგენა, რაც მოგვცემდა საშუალებას, რომ მისი მკურნალობა გაგვეხადა უფრო ეფექტური. სტომატოლოგიური კლინიკა ,,კონფიდენტი’’თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია ცოდნის ამაღლება, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რათა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩატარდეს, რაც მნიშვნელოვნად გამოაჯანსაღებდა ბავშვის არა მარტო პირის ღრუს მდგომარეობას, არამედ ზოგად მდგომარეობასაც.

კარიესი არის ქრონიკული პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვლინდება კბილის დამცავი და მრავლობითი რისკ-ფაქტორების დისბალანსის შედეგად. კარიესის განვითარებას საფუძვლად უდევს მრავალი ფაქტორი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნადების ექსპოზიციის დრო კბილის მაგარ ქსოვილზე, მიკროელემენტების დისბალანსი, Ph, ნერწყვის შემცველობა, პათოლოგიური მიკროორგანიზმების არსებობა და სხვა. ბაქტერია ნადების სახით, კბილის ზედაპირზე ხანგრძლივი დროით დაყოვნების შედეგად გამოიმუშავებს მჟავას, რომელიც დროთა განმავლობაში იწვევს კბილის მაგარი ქსოვილის დემინერალიზაციას. ახალამოჭრილი კბილი, რომელიც სტრუქტურულად დაუსრულებელია, იმყოფება კარიესის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

უახლესი კვლევების თანახმად, კარიესი არის გადამდები ინფექციური დაავადება, ამიტომ გამომწვევი მიკრობის კარგად შესწავლა იძლევა საშუალებას, რომ მოვახდინოთ მისი პრევენცია. არსებობს მრავალი მიკროორგანიზმი, რომელთა ზემოქმედების შედეგად ვითარდება კარიესი, მათ შორის ყველაზე აქტიურია mutans streptococcus და sangvinic streptococcus. mutans streptococcus, რომლებიც შეიძლება პირდაპირი გზით გადასცეს მშობელმა ბავშვს ნერწყვთან კონტაქტის მეშვეობით. კარიესის განვითარება ასევე დამოკიდებულია ნერწყვთან კონტაქტის სიხშირესა და ხანგრძლივობაზე. ჩვილები იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ, თუ მათი მშობლების პირის ღრუ დაბინძურებულია მიკროორგანიზმებით. ხოლო ჩვილები, რომელთა მშობლებს კარიესი არ აღენიშნებათ, იმყოფებიან ნაკლები რისკისქვეშ.
ბავშვები ასევე შეიძლება დაინფიცირდნენ არაპირდაპირი გზით, ოჯახის სხვა წევრებისგან, საბავშვო ბაღებში, სადაც შეიძლება ჰქონდეთ ნერწყვთან არაპირდაპირი კონტაქტი: საზიარო ჭურჭლით, საწოვარით და ა.შ.

რჩევები: ნერწყვით ბაქტერიების გადაცემის თავიდან აცილება შეიძლება ჭურჭლისა და საწოვარას ჰიგიენურად დამუშავების შედეგად. ასევე რეკომენდირებულია დღეში ორჯერ ფტორის შემცველი პასტის გამოყენება, რომლის რაოდენობა თითოეული მოხმარების დროს არ უნდა აღემატებოდეს მარცვლის ზომას. ფტორირებული პასტით კბილების დამუშავება რეკომენდირებულია 3-4 წლიდან (ინდივიდუალურია, ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. დაუშვებელია ფტორირებული პასტის გადაყლაპვა), მშობელმა ასევე უნდა შეურჩიოს ბავშვს რბილი და ასაკთან შესაბამისი ზომის კბილის ჯაგრისი. ფტორირებული კბილის პასტისგან რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი, პირის ღრუს დამუშავების შემდეგ სავლები არ უნდა გამოვიყენოთ.
კარიესი ვითარდება დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტების მიღების დროს. ამერიკის პედიატრიული აკადემია იძლევა რეკომენდაციას, რომ ბავშვს მივცეთ დღიური დოზა 100-200 გრამი ხილის წვენი, 1-დან 6 წლამდე. უმჯობესია მიღება ღია ჭიქით და არა ბოთლითა და დახურული ჭიქით.
პრევენციული ჩარევის თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კბილის ფისურების ჰერმეტიზაცია რაც გვიცავს კბილის ზედაპირზე საკვების დაგროვებისგან და სამომავლოდ კარიესის განვითარებისგან. პრევენციული ჩარევები აუცილებელია სიცოცხლის პირველივე წლებიდან, მათ შორის კვების თვალსაზრისით, პირის ღრუს სწორი ჰიგიენითა და ფტორ-ლაქის ადგილობრივი გამოყენებით.

კარიესი გადამდები დაავადებაა

Write a comment:

*

Your email address will not be published.

2015 © Copyright - Confident Dental Clinic

დაგვიკავშირდით    +995 322 431212