დახასიათება და სიმპტომები

კბილების გათეთრება კოსმეტიკური და ესთეტიური სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია. დღესდღეობით კბილების გათეთრება სტომატოლოგიაში ითვლება ყველაზე მარტივ და ეფექტურ მანიპულაციად. თუმცა, კბილები სამუდამოდ თეთრი არ რჩება და პროცედურის პერიოდულ განმეორებას საჭიროებს.

რატომ უნდა გავითეთროთ კბილები?
ადამიანების უმეტესობა ქათქათა თეთრი კბილებით იბადება. კბილის ვიზუალს განსაზღვრავს გვირგვინის დამცავი ფენა – ფაიფური, რომელიც შედგება მიკროსკოპული კრისტალური ხვეულებისგან. იგი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას კბილები ღეჭვით მიყენებული ტრავმისგან, კბილების კრაჭუნისგან (ბრუქსიზმი), ადამიანის მიერ შაქრის მიღებით გამოწვეული მჟავას ზემოქმედებისგან. მაგრამ, დროთა განმავლობაში, მინანქარი მაინც ცვდება, ხდება გამჭვირვალე და შედეგად დენტინის ყვითელი ფერიც თვალისთვის უფრო შესამჩნევი ხდება. გათხელებულ მინანქარზე ჩნდება ბზარები, ბზარები ივსება ნადებით და ხშირ შემთხვევაში, ვითარდება კარიესი. კბილების გათეთრება კი კბილებს აცილებს ნადებსა და ლაქებს მინანქარზე გაჩენილი მიკრო ბზარებიდან.
არსებობს ორი სახის ლაქა: გარეგანი ზემოქმედებითა და შინაგანი ზემოქმედებით შეფერილი კბილები. კბილის ფერზე გარეგანი ზემოქმედება შეიძლება გამოიწვიოს ფერადმა საკვებმა, მაგალითად: ღვინო, ჭარხლის წვენი, ლიმონათი, ჩაი, ყავა; ასევე, თამბაქო და ა. შ. ამ ტიპის ლაქების მოცილება შესაძლებელია კბილის ჯაგრისითა და სტომატოლოგთან პროფილაქტიკური წმენდით. შინაგანი ზემოქმედების შედეგად შეფერილ კბილებს სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა კბილების გასათეთრებლად. ამ ტიპის დალაქიანების გამომწვევი შეიძლება გახდეს ტრამვა, ასაკი, მინერალების ზემოქმედება კბილების ჩამოყალიბებისა და ფორმირების დროს. წარსულში კბილებისგან ამ ტიპის დალაქიანების მოცილება შეუძლებლად მიაჩნდათ, თუმცა, დღევანდელი კოსმეტოლოგიური და ესთეტიური სტომატოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავსი სირთულის დალაქიანების დროსაც კი, სპეციალური მათეთრებლების საშუალებით, მიღწეულ იქნას საუკეთესო შედეგი. შედარებით რთულია შინაგანი ზემოქმედებით შეფერილი კბილების გათეთრება, ეს პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვის მანძილზეც კი გაგრძელდეს.

რა იწვევს კბილების შეფერილობას?
ასაკი – არსებობს პირდაპირი კავშირი კბილის დაფერვასა და ასაკს შორის. წლების განმავლობაში კბილები მუქდება ნადების დაგროვებისა და ცვეთის შედეგად. მოზარდები ბევრად უფრო შესამჩნევ შედეგს იღებენ გათეთრების პროცედურის ჩატარების შემდეგ, 20 წელს გადაცილებული ადამიანის კბილების ფერი კი ყვითელ ტონს იძენს და, შესაბამისად, გათეთრების პროცედურას მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება. 40 წლის ფარგლებში სიყვითლეს ემატება ყავისფერი. შესაბამისად, გათეთრებისთვის გაცილებით მეტი შრომაა საჭირო. დაახლოებით 50 წლისთვის კბილებზე ჩნდება ღმად ჩამჯდარი ლაქები, რომელთა გათეთრება კიდევ უფრო მეტ პროცედურასა და ენერგიას მოითხოვს. დაბადებიდან ჩვენი კბილების ფერი მერყეობს მოყვითალო – ყავისფერში და, ასაკის მატებასთან ერთად, ფერიც მონაცრისფოში გადადის. მოყვითალო-მოყავისფრო უფრო მეტად ექვემდებარება გათეთრებას, ვიდრე მონაცრისფრო.
კბილის გამჭვირვალობა და სისქე ასაკთან ერთად იცვლება. რაც უფრო თხელი და გამჭვირვალეა კბილი, მით ნაკლებად ექვემდებარება გათეთრებას და პირიქით. თხელ და გამჭვირვალე კბილებში პიგმენტის ნაკლებობა აღინიშნება და, შესაბამისად, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კბილი გათეთრებას არ ექვემდებარება.

კვება – წითელი ღვინო, ყავა, ჩაი, კოკა-კოლა, სტაფილო, ფორთოხალი და სხვა მკვეთრი ფერის საკვების ხშირი მოხმარება იწვევს კბილების დაფერვას. მჟავე საკვების ხშირი მოხმარება (ციტრუსები, ძმარი) იწვევს კბილის მინანქრის ეროზიას, რადგანც ხდება მინანქრის გათხელება და დენტინის ყვითელი ფერი მეტად შესამჩნევია.
თამბაქოს მოხმარება ნიკოტინი კბილის მინანქარზე ტოვებს ნალექს, რომელსაც კბილის სტრუქტურა იწოვს და ტოვებს შინაგან შეფერილობას.
წამლები – ტეტრაციკლინური პრეპარატების მიღება კბილების ფორმირების დროს კბილებზე იწვევს მუქი ნაცრისფერი ან ყავისფერი ზოლების ლაქების სახით გაჩენას, რომელიც ძალიან რთული მოსაცილებელია. ფტორის გადაჭარბებული მოხმარება იწვევს ფლუოროზს, რომელიც გამოიხატება კბილებზე მკვეთრი თეთრი ზოლებით.
ცვეთა – ცვეთის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის სტრესი, რომელიც გამოიხატება კბილების კრაჭუნით (ბრუქსიზმით). შედეგად წარმოიქმნება კბილებზე მიკრო ბზარები. შესაბამისად, ნაცვეთი ზედაპირების შეფერილობა შედარებით მუქი ხდება.

სტომატოლოგიური კლინიკა კონფიდენტი გთავაზობთ „Opalescence“-ის მათეთრებელ სისტემას. იგი ერგება სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა მოთხოვნილებას. მას აქვს 4 სხვასხვა კონცენტრაცია და სამნაირი არომატი. „Opalescence“–ის მოხმარება შესაძლებელია სახლშიც და კლინიკაშიც. სახლში დღის განმავლობაში მხოლოდ 30 წუთით, ან მთელი ღამის განმავლობაში. „Opalescence take-home“ მათეთრებელი ჟელე გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ საუკეთესო შედეგი უსაფრთხოდ და ეფექტურად. თუ თქვენ არ გაქვთ დრო და გინდათ სწრაფი შედეგის მიღება მაშინ უნდა გამოიყენოთ „Opalescence boost”. სხვა მათეთრებელი სისტემებისგან განსხვავებით „Opalescence“-ის ჟელე იცავს კბილს დეჰიდრატაციისგან, რაც არის Opalescence-ის ძალიან დიდი უპირატესობა. მის შემადგენლობაში ასევე შედის კალიუმის ნიტრატი და ფტორი. კალიუმის ნიტრატი ამცირებს კბილის მგრძნობელობას, ფტორი კი მინანქარს სიმტკიცეს მატებს. ისინი კბილს ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან.

ექიმები

  • Dr. Edaline Lavender

    Dr. Iva Andguladze

       10 წელი გამოცდილება
  • Dr. Ashley Fletcher

    Dr. Ashley Fletcher

        36 years experience

    Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat…

  • Prof. Rodney Stratton

    Prof. Rodney Stratton

        36 years experience

    Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat…
    View All →

+995 32 2431212

დაგვიკავშირდით