დახასიათება და სიმპტომები

ჯანმრთელი ღრძილები
ჯანმრთელი ღრძილის თავისებურებები:

• ღია ვარდისფერი
• მჭიდროდ ეკვრის კბილის ქსოვილებს
• ავსებს კბითაშორის სივრცეებს
• არ ახასიათებს სისხლდენა

რა დროს მივმართოთ პაროდონტოლოგს?
თუ თქვენ შენიშნავთ მსგავს სიმპტომებს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს:

• სისხლდენა ღრძილებიდან
• ღრძილების სიწითლე
• კბილის ფესვების გაშიშვლება
• ღრძილების შეშუპება
• უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
• ღრძილების ტკივილი, ქავილი ან სხვა დისკომფორი
• კბილების მორყევა
• ჩირქდენა ღრძილოვანი ჯიბეებიდან

პროფილაქტიკა

ღრძილების ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნება პაროდონტოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელიც მიიღწევა პირის ღრუს საფუძვლიანი და სწორად მიმართული ჰიგიენით. იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ღრძილების დაავადებები აუცილებელია პერიოდულად ჩატარდეს (3-6 თვეში ერთხელ) კბილების პროფესიული წმენდა.

არასრულყოფილი ჰიგიენის ან სხვა სისტემური დაავადებების დროს შეიძლება განვითარდეს ღრძილის დაავადებები.

გინგივიტი
გინგივიტი ხასიათდება კბილთაშორისი დვრილების და მარგინალური (კიდოვანი) მონაკვეთების ანთებით.
მიზეზები:

• პირის ღრუს არასრულყოფილი ჰიგიენა
• მავნე ჩვევები
• ბჟენების და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები
• კბილთა მჭიდრი დგომა
• ღრძილების ტრავმა
• იმუნოდეფიციტი
• სხვასხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
• ინფექციური დაავადებები
• სომატური დაავადებები

გიგნგივიტის გამოვლინება პირის ღრუში ძალიან ჰგავს პაროდონტიტს, თუმცა გინგივიტის დროს ანთებითი პროცესი ძვალზე არ ვრცელდება და შემოიფარგლება მხოლოდ რბილი ქსოვილებით. სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი შეიძლება გადავიდეს პაროდონტიტში, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება.

მკურნალობა
გინგივიტის განკურნებისთვის ხშირ შემთხვევებში საკმარისია გამომწვევი მიზეზების მოშორება და პროფესიული ჰიგიენის ჩატარება, რის შემდეგაც სრულყოფილი ჰიგიენური ნორმების დაცვის შემთხვევაში ხდება სრული გამოჯანმრთელება.

მკურნალობის მეთოდები
კონსერვატიული:

• პირი ღრუს პროფესიული ჰიგიენა (კბილის ღრძილზედა და ღრძილქვეშა, რბილი და მაგარი ნადებების მოშორება.)
• ანთების საწინააღმდეგო თერაპია
• პირადი ჰიგიენა-პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებების შერჩევა და კბილების წმენდის სწორი მეთოდის სწავლება.
• ეტიოლოგიური მკურნალობა:
 კარიესული დეფეტების მკურნალობა
 ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების კორექცია
 რაციონალური პროთეზირება
 თანკბილვის კორექცია
 მავნე ჩვევების აღმოფხვრა

ქირურგიული მკურნალობა:
• ღრძილის ჰიპერტროფიული ნაწილის მოკვეთა
• ენისა და ტუჩის ლაგმების კორექცია

პაროდონტიტი

პაროდონტიტი არის პაროდონტის ქსოვილების ანთება რომელსაც ახასიათებს ალვეოლური ძვლის (კბილის ირგვლივ მდებარე) დაშლა. ღძილის დონეზე პაროდონტიტს და გინგივიტს ახასიათებს ერთიდაიგივე სიმპრტომები.შემდგომ ანთებითი პროცესი ვრცელდება პაროდონტის ქსოვილებზე, რასაც მივყავართ ძვლის დაშლასთან და პაროდონტალური ჯიბის ჩამოყალიბებასთან.არდებობს პაროდონტიტის ქრონიკული და აგრესიული ფორმები. ხშირ შემთხვევაში გვხვდება ქრონიკული პაროდონტიტი.

პაროდონტიტის გამოვლინება პირის ღუში:
• სისხლენა ღძილებიდან.
• ღძილების ჰიპერემია (სიწითლე ან მოლურჯო ელფერი)
• კბილის ფესვების გაშიშვლება
• ღძილების შეშუპება
• უსიამოვნო სუნი პირის ღუდან
• დისკომფორტი ან ღძილების ტკივილი
• პათოლოგიური ჯიბეების ასებობა
• კბილების მორყევა, კბიების გადანაცვლება
• ჩირქდენა ღძილების პათოლოგიური ჯიბეებიდან
• აბცესები და ხვრელარხები
პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზები:
• პირის ღუს არასრულფასოვანი ჰიგიენა
• ბჟენების და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები
• კბილთა მჭიდრო დგომა
• ქრონიკული ოკლუზიური ტრავმა
• კბილთა ანომალიური მდებარეობა
• იმუნოდეფიციტი
• სომატური დაავადებები მაგ: ც-ჰეპატიტი, გულსისხლძარღთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა…

მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები:
უმეტეს შემთხვევებში პაროდონტის მკურნალობა წარმატებით ხორციელდება.პაროდონტიტის მკურნალობა ყოველთვის იწყება კონსერვატიული მეთოდებით და იმ შემთხვებში როდესაც კონსერვატიულ მკურნალობა არ არის საკმარისი მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს. კონსერვატიული მკურნალობა იწყება კბილების ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებების მოშორებით. წმენდის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორება, როგორებიც არის: კარიესული ღრუები, ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები… ჩვენებების მიხედვით ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა და პაციენტის აყვანა დისპანსერულ დაკვირვებაზე.

ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები:
• ღრმა პაროდონტალური ჯიბეები (კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ)
• ენისა და ტუჩის მატრვმირებელი ლაგმები
• ღრძილის რეცესიები
• ესთეტიკური ჩვენებები

ექიმები

  • Dr. Edaline Lavender

    Dr. Iva Andguladze

       10 წელი გამოცდილება
  • Dr. Ashley Fletcher

    Dr. Ashley Fletcher

        36 years experience

    Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat…

  • Prof. Rodney Stratton

    Prof. Rodney Stratton

        36 years experience

    Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat…
    View All →

+995 32 2431212

დაგვიკავშირდით