დახასიათება და სიმპტომები

ორთოდონტია მიზნად ისახავს ნებისმიერი ტიპის არასწორი თანკბილვის გასწორებას. არსწორი თანკბილვა ნიშნავს როდესაც თქვენი კბილები, ტუჩები და/ან ყბები არ არიან განლაგებული სწორად. შედეგად კბილები შეიძლება იყოს დახრილი, თანკბილვა არასწორად ფუნქციონირებდეს და ყბა შეიძლება იყოს დაუბალანსირებელი. თანკბილვის ანომალიები შეიძლება გამოწვეული იყოს კბილების არასწორი განვითარებით, ყბის ზომის შეზღუდვებით, კბილების ადრეული ან გვიანდელი დაკარგვით, მავნე ჩვევებით მაგალითად (თითის წოვა), ტრავმა და ა. შ.

რატომ არის ორთოდონტიული მკურნალობა მნიშვნელოვანი?
არსებობს უამრავი მიზეზი თუ რატომ უნდა გავისწოროთ კბილები. დახრილი კბილები და კბილთა მწკივში მჭიდროდ მდგომი კბილები არ იძლევა კბილების კარგად წმენდის საშუალებას, შედეგად ჩნდება ნადები, ვითარდება კარიესი, უარესდება ღრძილების მდგომარეობა და საქმე შეიძლება კბილების დაკარგვამდეც მივიდეს. სხვა სახის ორთოდონტიულმა პრობლემებმა შეიძლება გამიწვიოს კბილის ქსოვილების ცვეთა, ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა, კბილის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილების და ძვლის გადატვირთვა და ყბის სახსრის არასწორი განლაგება. ამან საბოლოოდ შეიძლება გამიწვიოს ქრონიკული სახის თავის ტკივილი.

რომელი ასაკიდან შეიძლება ორთოდონტიული მკურნალობის დაწყება?
ბავშვისთვის ორთოდონტიული მკურნალობის დასაწყებად ყვალაზე კარგი ასაკია 8 წელი და მის ზევით, მაგრამ არასოდეს არ არის გვიან მიმართოთ ორთოდონტიულ მკურნალობას. ადამიანების უმეტესობა ძირითადად ორთოდონტიულ მკურნალობას მიმართავს კოსმეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ სტომატოლოგიური კლინიკა კონფიდენტის მიზანია რომ მივაღწიოთ ჰარმონიას ერთდროულად კბილებისთვის, ყბებისთვის და სახისთვის.

ორთოდონტიული მკურნალობის ხანგძლივობა?
დამოკიდებულია თუ რა საჭიროებაა ყოველ ინდივიდუალურ შემთხევაში. ზოგადად საჭიროებს 18-დან 30 თვემდე სრულ მკურნალობას. ტრადიციულად ბრეკეტებს (მეტალის ბრეკეტებს) ჭირდება უფრო ნაკლები დრო თანკბილვის გასასწორებლად ვიდრე კერამიკის ბრეკეტებს და შედარებით ეკონომიურიც არის. კერამიკული ბრეკეტები არის იმათთვის ვისაც არ სურს რომ კბილებზე დაფიქსირებული კონსტრუქცია შესამჩნევი იყოს. აუცილებელია გაითველისწინოთ რომ მნიშვნელოვანია კბილების ჰიგიენის კარგი დაცვა. პროფესიული წმენდისთვის 3-4 თვეში ერთხელ საჭირო იქნება სტომატოლოგთან ვიზიტი.

ექიმები

  • ორთოდონტი

    Dr. David Chakvetadze

      5 წელი გამოცდილება

+995 32 2431212

დაგვიკავშირდით