დახასიათება და სიმპტომები

სტომატოლოგიური პროთეზი მოიცავს პროთეზირების ფართო სპექტრს. თუმცა, ნებისმიერი პროთეზის ალტერნატივა შეიძლება გახდეს შესაფერისი ტიპის იმპლანტი. დღესდღეობით არსებობს თანამედროვე პროთეზები, რომლებიც იმპლანტებზე მზადდება. იმპლანტს შეუძლია დაკარგული კბილის აღდგენა, შესაბამისად, აღდგება მეტყველება, ღეჭვა და თავდაჯერებული ღიმილი. იმპლანტს ბევრი დადებითი თვისება ახასიათებს: ბუნებრიობა, კომფორტულობა და მოხერხებულობა. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ იმპლანტებით, ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ საუკეთესო და შესაფერისი ვარიანტის მოძიებაში.

იმპლანტი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:

  1. ტიტანის ხელოვნური ფესვი, რომელიც ინტეგრირდება ძვალში.
  2. იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს აკავშირებს ტიტანის ხელოვნურ ფესვთან;
  3. იმპლანტის ხელოვნური გვირგვინი.

სტომატოლოგიური იმპლანტების ჩასმის ეტაპები:

  • დაგეგმარება: ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იმპლანტის სწორად მოთავსებაა. საჭიროა 3D სურათებით ძვლის მდგომარეობის შესწავლა. მნიშვნელოვანია ძვლის სისქე, ღრძილების მდგომარეობა. ასევე, საჭიროა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გამოკვლევა. ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შეიძლება გახდეს იმპლანტისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.
  • მოთავსება: ესთეტიური ღირებულებების მისაღწევად აუცილებელია სპეციალისტმა ისე ჩანერგოს იმპლანტი, რომ მოხდეს მის ირგვლივ ღრძილის სწორად ფორმირება. ამ შემთხვევაში მიიღწევა ესთეტიური შედეგი, რადგანაც ხელოვნური გვირგვინი მხოლოდ ღრძილის სწორად ფორმირების შემთხვევაში გამოიყურება ბუნებრივად.
  • ინტეგრაცია: იმპლანტის ჩანერგვიდან რამდენიმე თვეში ხდება იმპლანტის ძვალთან ინტეგრაცია.
  • აბატმენტის მოთავსება ხდება იმპლანტის ძვალთან ინტეგრაციის შემდეგ, რათა მოხდეს მასზე გვირგვინის მორგება.
  • გვირგვინის დამზადება, მორგება და ჩაცემენტება.
    პაციენტს უნდა მიეცეს ახსნა განმარტება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი. მავნე ჩვევებით (მაგ. თამბაქოს მოხმარებით) შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიადგეს იმპლანტს. კბილის დაკარგვა საკმაოდ დიდი დანაკლისია არა მხოლოდ იმიტომ, თუ როგორ გამოიყურებით დაკარგული კბილით, არამედ იმიტომ თუ როგორ გავლენას ახდენს იგი თქვენს ჯანმრთელობაზე და როგორ ზღუდავს თქვენს თავდაჯერებულ ღიმილს. ასევე, იზღუდება ადამიანის სოციალური ცხოვრება. მნიშვნელოვანი რაოდენობის კბილების დაკარგვის თანმდევია ძვლის დაკარგვაც, რაც, დროთა განმავლობაში, იძლევა სახის გამომეტყველების ნაადრევ ცვლილებას. ხშირ შემთხვევაში დეფექტების აღდგენა ხდება პროთეზებით, რაც იწვევს ღეჭვითი ძალის არასწორ გადანაწილებას პირის ღრუში და, შესაბამისად, ხდება ძვლის კიდევ უფრო ინტენსიური განლევა. ყველა ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში პროფესიონალი იმპლანტოლოგის, პაროდონტოლოგის და ორთოპედის მიერ.

Price list

 TREATMENTS:

Echocardiography $250
Implantable Cardiac Monitor (ICM) $250
Treadmill stress testing $250
Transoesophageal echocardiogram (TOE) $250
Pacemaker checks $250
Electrophysiology (EP) Study $250
Holter monitoring $250

 INVESTIGATIONS:

Echocardiography $250
Implantable Cardiac Monitor (ICM) $250
Treadmill stress testing $250
Transoesophageal echocardiogram (TOE) $250
Pacemaker checks $250
Electrophysiology (EP) Study $250
Holter monitoring $250

ექიმები

  • Dr. Edaline Lavender

    Dr. Iva Andguladze

       10 წელი გამოცდილება
  • Dr. Ashley Fletcher

    Dr. Ashley Fletcher

        36 years experience

    Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat…

  • Prof. Rodney Stratton

    Prof. Rodney Stratton

        36 years experience

    Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat… View All →

+995 32 2431212

დაგვიკავშირდით