ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა პაციენტებში. რეცესიის დროს ხდება ღრძილოვანი კიდის განლევა, რის შედეგადაც ხდება კბილის ფესვის გაშიშვლება. ხშირად პაციენტმა არ იცის რომ აღენიშნება ღრძილების რეცესია, რადგანაც იგი თანდათანობით იჩენს თავს. რეცესიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს კბილის მომატებული მგძნობელობა, ასევე კბილი შეიძლება ჩანდეს უფრო გრძელი ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. ზოგ ადამიანს გენეტიკურად აღენიშნება ღრძილების თხელი ბიოტიპი,…
თანამედროვე სტომატოლოგია მიზნად არ უნდა ისახავდეს ტრავმებს, დაავადებას და ატროფიას, არამედ პაციენტი უნდა უზრუნველყოს კომფორტით, ესთეტიკით, სწორი მეტყველებით, სახის სწორი კონტურებით და კარგი ფუნქციონალური შედეგით. სტომატოლოგიური იმპლანტების მეშვეობით ექიმს შეუძლია აღადგინოს კბილთა მწკრივები ნაწილობრივ და მთლიანად უკბილო პირის ღრუში. არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავენ იმპლანტების წარმატებით და წარუმატებლად მოხმარებას. ყველაზე გავრცელებული ფაქტორები იმპლანტის წარუმატებლობის არის: თამბაქოს…
ბავშვთა ასაკის ადრეული კარიესი მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სკოლამდელი ასაკის ბავშვებში კარიესის მართვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, იგი კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, აუცილებელია ბიოლოგიურად მისი დეტალური შესწავლა და მახასიათებელი ფაქტორების დადგენა, რაც მოგვცემდა საშუალებას, რომ მისი მკურნალობა გაგვეხადა უფრო ეფექტური. სტომატოლოგიური კლინიკა ,,კონფიდენტი’’თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია ცოდნის ამაღლება, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული,…