www.confident.ge » Aristotle

პერი-იმპლატიტის და პაროდონტიტის ადრეული დიაგნოზი
თანამედროვე სტომატოლოგია მიზნად არ უნდა ისახავდეს ტრავმებს, დაავადებას და ატროფიას, არამედ პაციენტი უნდა უზრუნველყოს კომფორტით, ესთეტიკით, სწორი მეტყველებით,  სახის სწორი კონტურებით და კარგი ფუნქციონალური შედეგით. სტომატოლოგიური იმპლანტების მეშვეობით ექიმს შეუძლია აღადგინოს კბილთა მწკრივები ნაწილობრივ და მთლიანად უკბილო პირის ღრუში. არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავენ იმპლანტების წარმატებით და წარუმატებლად მოხმარებას. ყველაზე გავრცელებული ფაქტორები იმპლანტის წარუმატებლობის არის:

თამბაქოს მოხმარება

ძვლის ცუდი ხარისხი

სისტემური დაავადებები

ქიმიოთერაპია

ქირურგიული ტრავმა

სისტემური

იმპლანტის ჩანერგვის დროს ბაქტერიებით დაბინძურება

ზედმეტი დატვირთვა

თუმცა წარუმატებელი იმპლანტაციის საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. არ არის კარგად შესწავლილი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ წარუმატებელ იმპლანტაციას ჩანერგვის შემდეგ, რომელსაც მოიხსენებენ როგორც პერი-იმპლანტიტს.

ისევე როგორც ყველა დაავადებების დროს, ამ შემთხვევაშიც პერი-იმპლანტიტის ადრეული დიაგნოსტირება არის წარმატებული მკურნალობის წინაპირობა. ტრადიციულად  დიაგნოსტირება ხდება პაროდონტის მარკერების მეშვეობით, იმპლანტის ირგვლივ არსებული ქსოვილების მონიტორინგით, გამოკვლევაში შედის ასევე რენტგენოგრაფია, ზონდირებისას ხდება სისხლდენის შემოწმება, იმპლანტის ირგვლივ მდებარე შემაერთებელი ქსოვილების, ჯიბეების სიღრმის განსაზღვრა და მობილურობა რაც გვაძლევს საშუალებას რომ შევაფასოთ ზოგადი მდგომარეობა. თუმცა ყველა ეს ტრადიციული მეთოდები იძლევა მხოლოდ იმის საშუალებას რომ მოვახდინოთ  უკვე არსებული დესტრუქციული პროცესებისა და დაავადების სიმძიმის დოკუმენტაცია.

ბევრი მკვლევარი მიუთითებს ზემოთ ხსენებული დიაგნოზის მეთოდების ცდომილებაზე. მაგალითად იმპლანტის ირგვლივ ზონდირებისას  უმნიშვნელო კიდოვანი ანთებითი პროცესების დროსაც კი ჯიბეების სიღრმე შეიძლება იყოს  უფრო ღრმა ვიდრე ბუნებრივი კბილების ირგვლივ, რადგანაც იმპლანტის შემთხვევაში მის ირგვლივ არ არსებობს ბუნებრივი შემაერთებელი ქსოვილების ბოჭკოები. ცდომილებები შეიძლება მოხდეს აგრეთვე ზონდირებისას განხორციელებული ზეწოლის დროს, ზონდის არასწორად მოთავსებისას, ასევე ცდომილება შეიძლება მოგვცეს ხელოვნური გვირგვინის ფორმამ, რბილი ქსოვილების მდგომარეობამ, ცდომილება ხდება ასევე პაციენტისგან ინფორმაციის მიღების დროს.

ხოლო რენტგენოგრაფია  ასახავს მხოლოდ წარსულში, ანუ უკვე მომხდარი ძვლოვანი ქსოვილების რეზორბციას, დესტრუქციას. ძვლის დაკარგვა შესამჩნევი ხდება მხოლოდ მისი მნიშვნელოვანი დემინერალიზაციის შემდეგ და ეს პროცესი შეუქცევადი ხდება.

ახალი კვლევების თანახმად შემუშავდა ბიოქიმიური მარკერები რამდენიმე სადიაგნოსტიკო ტესტების საფუძველზე. იმპლანტის ირგვლივ არსებული ქსოვილებიდან და მისი სითხიდან აღებულმა ანალიზმა შეიძლება მოგვაწოდოს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია დაავადების აქტივობაზე და მოახდინოს მისი წინასწარ პროგნოზირება.

ასპარტატ-ამინოტრანსფერაზა (AST) და ტუტე ფოსფატაზა (ALP) არის ის ორი ფერმენტი, რომელიც ასოცირდება ქსოვილების დესტრუქციასა და პაროდონტითთან. (AST) არის ხსნადი ციტოპლაზმის ფერმენტი, რომელიც შემოიფარგლება ციტოპლაზმის უჯრედებით, მაგრამ გამოთავისუფლდება მკვდარი ან მომაკვდავი უჯრედებისგან. შესაბამისად ამ ფერმენტების სიხშირით განისაზღვრება პაროდონტის დაავადების აქტივობა, იმიტომ რომ უჯრედის კვდომა მიუთითებს პაროდონტის ქსოვილის დესტრუქციაზე.

ზოგად მედიცინაშიც (AST) აქტივობის განსაზღვრით ხდება სხვადასხვა დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება. იგი არის ერთგვარი ინდიკატორი ჰეპატიტების, ზურგის ტვინის, ღვიძლის, ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევების და დაავადებებისა.

ხოლო (ALP) უზრუნველყოფს ძვლის ფორმირებას და მასში ფერმენტების დონის შესწავლით ხდება ძვლის ფორმირების განსაზღვრა. (ALP) დონე მომატებულია თუ აღინიშნება პაროდონტალური დაავადება.

დასკვნა:

ჩატარდა კვლევები ადამიანებზე რომელთაც აღენიშნებოდათ პაროდონტალური დაავადებები და რომელთაც არ აღენიშნებოდათ. კვლევებმა აჩვენეს რომ (AST) და (ALP) ფერმენტების დონე მნიშვნელოვნად მომატებული იყო პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებოდათ პაროდონტალური დაავადება, ხოლო იმ ადამიანების ჯგუფს რომლებსაც ეს სიმპტომები არ აწუხებდათ ზემოთ ხსენებული ფერმენტების დონეც შესაბამისად ნაკლები ჰქონდათ. შემდეგ ეტაპზე მკურნალობა ჩაუტარდათ  ადამიანების ჯგუფს პაროდონტიტის სიმპტომებით, რის შემდეგაც ანალიზებმა აჩვენეს რომ (ALP) და (AST) დონემ მნიშვნელოვნად დაიწია. კვლევებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბიოქიმიური მარკერების საშუალებით შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაზე დადგენა და პერი- იმპლანტიტისა და პაროდონტიტის წარმატებით მკურნალობა.

სტომატოლოგია ორსულობის დროს
არსბობს მოსაზრება, რომ ორსულობის დროს თავი უნდა შევიკავოთ სტომატოლოგთან ვიზიტზე, რაც რა თქმა უნდა მცდარი მოსაზრებაა. მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ თუ რამდენად აუცილებელია ჰიგიენის დაცვა ორსულობის პერიოდში, რადგანაც ამ პერიოდში პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელმა მდგომარეობამ შეიძლება ბევრი დარღვევები გამოიწვიოს, რაც ნაყოფზე ცუდ გავლენას მოახდენს. სტომატოლოგიური კლინიკა კონფიდენტი გირჩევთ რომ დაიცვათ შემდეგი მოთხოვნები ორსულობის დროს პირის ღრუს  ჯანმრთელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

ორსულობის პერიოდში სტომატოლოგთან ვიზიტის საუკეთესო დრო.

ორსულობის დროს სტომატოლოგთან ვიზიტი უსაფრთხოა, მაგრამ უმჯობესია რომ შემოვიფარგლოთ მცირე და მარტივი პროცედურებით, მაგალითად ჰიგიენური წმენდა, დაბჟენა, ორთოპედიული გვირგვინების მოთავსება და ა.შ.

ორსულობა ოყოფა სამ ტრიმესტრად:

პირველი ტრიმესტრი (პირველი, მეორე და მესამე თვე)

მეორე ტრიმესტრი (მეოთხე, მეხუთე და მეექვსე თვე)

მესამე ტრიმესტრი (მეშვიდე, მერვე და მეცხრე თვე)

მეორე ტრიმესტრი არის საუკეთესო სტომატოლოგიური მკურნალობისთვის. პირველ და მესამე ტრიმესტრში არ არის სასურველი სტომატოლოგთან ვიზიტი. პირველ ტრიმესტრში როდესაც მუცელი შესამჩნევი ჯერ კიდე არ არის, ექიმთან ვიზიტის დროს აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ორსულობის შესახებ, რათა ექიმმა გამოიჩინოს განსაკუთრებული მზრუნველობა.

რენტგენი ორსულობის დროს:

ორსულობის დროს, პირველ ტრიმესტრში რენტგენი არ არის უსაფრთხო. მხოლოდ ექსტრიმალურ სიტუაციებში და ისიც იმ შემთხვევაში თუ რენტგენი ციფრულია, რომელსაც 90%-ით შემცირებული აქვს გამოსხივების დონე.

ადგილობრივი ანესთეზია ორსულობის დროს არის უსაფრთხო თუ მოვიხმართ განსაზღვრულ დოზას. მალხენი აირის გამოყენება არ შეიძლება.

მედიკამენტებიდან ორსულობის დროს შეიძლება მივიღოთ  იბუპროფენი (პირველ ტრიმესტრში არ შეიძლება), პენიცილინი, ამოქსიცილინი, კლინდამიცინი და ა.შ.

ორსულობის დროს დედის ორგანიზმში ხდება სხვადსხვა ჰორმონალური ცვლილებები. შესაბამისად ორგანიზმი შეიძლება განიცდიდეს A და D ვიტამინის ნაკლებობას რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს ღრძილებზე და იწვევს გინგივიტს. ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება ჩავიტაროთ პირის ღრუს ანტი-ბაქტერიული დამუშავება. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

სტომატოლოგთან ვიზიტის დროს სავარძელში ფეხები არ გადააჯვარედინოთ რადგანაც იგი ხელს შეუშლის სისხლის მიმოქცევას.

დაიცავით დიეტა მიიღეთ ორგანული ხილი და ბოსტნეული. მოერიდეთ შაქარს, რადგანაც მისი აქტიური მოხმარების დროს ვითარდება კარიესი. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეები.

საკვების მიღების შემდეგ მოიხმარეთ ქსილიტოლის შემცველი საღეჭი რეზინი, რადგანაც იგი ანეიტრალებს მჟავა გარემოს პირის ღუში და ებრძვის კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს.

ღებინება ორსულობის დროს:

პირველი ტრიმესტრის დროს ღებინება გახშირებულია. სასურველია ღებინებიდან ერთ საათში კბილების ჯაგრისით გახეხვა, რადგანაც ამ დროს პირის ღუში იქმნება მჟავა გარემო რომელიც უარყოფითად მოქმედებს კბილის მინანქარზე და ხელსაყრელ პირობებს ქმნის კარიესის განვითარებისთვის. გამოყენეთ უალკოჰოლო ფტორის  შემცველი სავლები რომელიც ასევე გამოიყენება მჟავა გარემოს გასანეიტრალებლად პირის ღუში.

ორსულობის დროს სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლებელია