recesia
ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა პაციენტებში. რეცესიის დროს ხდება ღრძილოვანი კიდის განლევა, რის შედეგადაც ხდება კბილის ფესვის გაშიშვლება. ხშირად პაციენტმა არ იცის რომ აღენიშნება ღრძილების რეცესია, რადგანაც იგი თანდათანობით იჩენს თავს. რეცესიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს კბილის მომატებული მგძნობელობა, ასევე კბილი შეიძლება ჩანდეს უფრო გრძელი ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. ზოგ ადამიანს გენეტიკურად აღენიშნება ღრძილების თხელი ბიოტიპი, რაც რეცესიისადმი მიდრეკილებას ზრდის. არ შეიძლება ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვება, რადგანაც იგი პროგრესირებს. აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი რათა მოხდეს მომავალი გართულებების თავიდან აცილება. არსებობს მრავალი ფაქტორები რის გამოც შეიძლება მოხდეს ღრძილების რეცესია.
რეცესიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
1) ტრამვა


ბრუქსიზმის შედეგად გამოწვეული კბილების ცვეთა და ღძილების რეცესია.

  • კბილის ჯაგრისით მიყენებული ტრავმა.
  • კბილის ძაფით (ფლოსი) მიყენებული ტრავმა.
  • პირსინგი.
  • ორთოდონტიული მკურნალობა.
  • ტრავმული თანკბილვა.
  • არასრულფასოვანი ბჟენები და ხელოვნური გვირვინები.

2) ბაქტერია


ნადების დაგროვების შედეგად გამოწვეული რეცესია.

  • კბილებზე ნადებების დაგროვების შედეგად იქმნება ხელსაყრელი პირობები ბაქტერიების გამრავლებისთვის, რომლის დროსაც თხელი ბიოტიპის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ღრძილის რეცესია.

3) ვირუსები


ჰერპეს ვირუსი.

როგორ მკურნალობენ ღრძილების რეცესიას:
რეცესიის მკურნალობა ხდება ქირურგიულად. მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.


ბიომეტრიული მიდგომა. (კბილ-ღრძილოვანი შეუსაბამობების პროგნოზირებადი მკურნალობა.)

აპრობირებული მეთოდია მაღალი ეფექტურობის მისახწევად მათემატიკური პრინციპების გამოყენება, რაც ითვალისწინებს პაციენტებში დარღვეული ესთეტიკის დროს გვირგვინებისა და ღრძილების ‘ოქროს კვეთის’ პრინციპით ბიოლოგიური საზღვრების წინასწარ დადგენას.

არსებობს სხვადასხვა ქირურგიული მეთოდები რომელიც გამოიყენება კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე.

  • კორონალურად გადანაცვლებული ნაფლეთი.
  • კორონალურად გადანაცვლებული ნაფლეთი + შემაერთებელი ქსოვილი.
  • დისტალურად ან მედიალურად გადანაცვლებული ნაფლეთი.
  • დისტალურად ან მედიალურად გადანაცვლებული ნაფლეთი + შემაერთებელი ქსოვილი.
  • გვირაბის მეთოდი.


ქირურგიული მკურნალობის შემდეგ.

Write a comment:

*

Your email address will not be published.

2015 © Copyright - Confident Dental Clinic

დაგვიკავშირდით    +995 322 431212