13
თანამედროვე სტომატოლოგია მიზნად არ უნდა ისახავდეს ტრავმებს, დაავადებას და ატროფიას, არამედ პაციენტი უნდა უზრუნველყოს კომფორტით, ესთეტიკით, სწორი მეტყველებით, სახის სწორი კონტურებით და კარგი ფუნქციონალური შედეგით. სტომატოლოგიური იმპლანტების მეშვეობით ექიმს შეუძლია აღადგინოს კბილთა მწკრივები ნაწილობრივ და მთლიანად უკბილო პირის ღრუში. არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავენ იმპლანტების წარმატებით და წარუმატებლად მოხმარებას. ყველაზე გავრცელებული ფაქტორები იმპლანტის წარუმატებლობის არის:

  • თამბაქოს მოხმარება
  • ძვლის ცუდი ხარისხი
  • სისტემური დაავადებები
  • ქიმიოთერაპია
  • ქირურგიული ტრავმა
  • სისტემური
  • იმპლანტის ჩანერგვის დროს ბაქტერიებით დაბინძურება
  • ზედმეტი დატვირთვა

თუმცა წარუმატებელი იმპლანტაციის საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. არ არის კარგად შესწავლილი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ წარუმატებელ იმპლანტაციას ჩანერგვის შემდეგ, რომელსაც მოიხსენებენ როგორც პერი-იმპლანტიტს.
ისევე როგორც ყველა დაავადებების დროს, ამ შემთხვევაშიც პერი-იმპლანტიტის ადრეული დიაგნოსტირება არის წარმატებული მკურნალობის წინაპირობა. ტრადიციულად დიაგნოსტირება ხდება პაროდონტის მარკერების მეშვეობით, იმპლანტის ირგვლივ არსებული ქსოვილების მონიტორინგით, გამოკვლევაში შედის ასევე რენტგენოგრაფია, ზონდირებისას ხდება სისხლდენის შემოწმება, იმპლანტის ირგვლივ მდებარე შემაერთებელი ქსოვილების, ჯიბეების სიღრმის განსაზღვრა და მობილურობა რაც გვაძლევს საშუალებას რომ შევაფასოთ ზოგადი მდგომარეობა. თუმცა ყველა ეს ტრადიციული მეთოდები იძლევა მხოლოდ იმის საშუალებას რომ მოვახდინოთ უკვე არსებული დესტრუქციული პროცესებისა და დაავადების სიმძიმის დოკუმენტაცია.

ბევრი მკვლევარი მიუთითებს ზემოთ ხსენებული დიაგნოზის მეთოდების ცდომილებაზე. მაგალითად იმპლანტის ირგვლივ ზონდირებისას უმნიშვნელო კიდოვანი ანთებითი პროცესების დროსაც კი ჯიბეების სიღრმე შეიძლება იყოს უფრო ღრმა ვიდრე ბუნებრივი კბილების ირგვლივ, რადგანაც იმპლანტის შემთხვევაში მის ირგვლივ არ არსებობს ბუნებრივი შემაერთებელი ქსოვილების ბოჭკოები. ცდომილებები შეიძლება მოხდეს აგრეთვე ზონდირებისას განხორციელებული ზეწოლის დროს, ზონდის არასწორად მოთავსებისას, ასევე ცდომილება შეიძლება მოგვცეს ხელოვნური გვირგვინის ფორმამ, რბილი ქსოვილების მდგომარეობამ, ცდომილება ხდება ასევე პაციენტისგან ინფორმაციის მიღების დროს.

ხოლო რენტგენოგრაფია ასახავს მხოლოდ წარსულში, ანუ უკვე მომხდარი ძვლოვანი ქსოვილების რეზორბციას, დესტრუქციას. ძვლის დაკარგვა შესამჩნევი ხდება მხოლოდ მისი მნიშვნელოვანი დემინერალიზაციის შემდეგ და ეს პროცესი შეუქცევადი ხდება.

ახალი კვლევების თანახმად შემუშავდა ბიოქიმიური მარკერები რამდენიმე სადიაგნოსტიკო ტესტების საფუძველზე. იმპლანტის ირგვლივ არსებული ქსოვილებიდან და მისი სითხიდან აღებულმა ანალიზმა შეიძლება მოგვაწოდოს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია დაავადების აქტივობაზე და მოახდინოს მისი წინასწარ პროგნოზირება.

ასპარტატ-ამინოტრანსფერაზა (AST) და ტუტე ფოსფატაზა (ALP) არის ის ორი ფერმენტი, რომელიც ასოცირდება ქსოვილების დესტრუქციასა და პაროდონტითთან. (AST) არის ხსნადი ციტოპლაზმის ფერმენტი, რომელიც შემოიფარგლება ციტოპლაზმის უჯრედებით, მაგრამ გამოთავისუფლდება მკვდარი ან მომაკვდავი უჯრედებისგან. შესაბამისად ამ ფერმენტების სიხშირით განისაზღვრება პაროდონტის დაავადების აქტივობა, იმიტომ რომ უჯრედის კვდომა მიუთითებს პაროდონტის ქსოვილის დესტრუქციაზე.
ზოგად მედიცინაშიც (AST) აქტივობის განსაზღვრით ხდება სხვადასხვა დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება. იგი არის ერთგვარი ინდიკატორი ჰეპატიტების, ზურგის ტვინის, ღვიძლის, ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევების და დაავადებებისა.
ხოლო (ALP) უზრუნველყოფს ძვლის ფორმირებას და მასში ფერმენტების დონის შესწავლით ხდება ძვლის ფორმირების განსაზღვრა. (ALP) დონე მომატებულია თუ აღინიშნება პაროდონტალური დაავადება.
დასკვნა:
ჩატარდა კვლევები ადამიანებზე რომელთაც აღენიშნებოდათ პაროდონტალური დაავადებები და რომელთაც არ აღენიშნებოდათ. კვლევებმა აჩვენეს რომ (AST) და (ALP) ფერმენტების დონე მნიშვნელოვნად მომატებული იყო პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებოდათ პაროდონტალური დაავადება, ხოლო იმ ადამიანების ჯგუფს რომლებსაც ეს სიმპტომები არ აწუხებდათ ზემოთ ხსენებული ფერმენტების დონეც შესაბამისად ნაკლები ჰქონდათ. შემდეგ ეტაპზე მკურნალობა ჩაუტარდათ ადამიანების ჯგუფს პაროდონტიტის სიმპტომებით, რის შემდეგაც ანალიზებმა აჩვენეს რომ (ALP) და (AST) დონემ მნიშვნელოვნად დაიწია. კვლევებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბიოქიმიური მარკერების საშუალებით შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაზე დადგენა და პერი- იმპლანტიტისა და პაროდონტიტის წარმატებით მკურნალობა.

Write a comment:

*

Your email address will not be published.

2015 © Copyright - Confident Dental Clinic

დაგვიკავშირდით    +995 322 431212